მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო და ყაზახეთი ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის საკითხში ითანამშრომლებენ

ყაზახეთი

"ქართული ოცნების" და ყაზახეთის მთავრობები, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის სფეროში თანამშრომლობას იწყებენ - ამის შესახებ "ოცნების" მთავრობის პრემიერის, ირაკლი კობახიძის 4 თებერვალს ხელმოწერილ განკარგულებაში წერია.

განკარგულების მიხედვით, შეთანხმებას ხელი მოწერა "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ" კანონის ფარგლებში. სხვა დეტალები განკარგულებაში მითითებული არ არის.

გასულ კვირაში გახდა ცნობილი, რომ ყაზახეთში გაცვლითი პროგრამებით საქართველოდან წლის განმავლობაში ხუთი სტუდენტი გაემგზავრება. აღნიშნულს ითვალისწინებს საქართველოს და ყაზახეთის განათლების უწყებებს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი საქართველოს მხრიდან თებერვლის დასაწყისში, ყაზახეთში ვიზიტისას “ოცნების” განათლების მინისტრმა მოაწერა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები