მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო კოვიდ-ვაქცინის პირველ პარტიას დღეს მიიღებს

604bcdaba2dd6
თამთა ჯიჯავაძე
13.03.21 00:18
1151
საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველ პარტიას დღეს მიიღებს. როგორც ცნობილია ვაქცინა დილით დაახლოებით 8 საათზე შემოვა. ამის შემდეგ კი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გახსნის.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი წლის თავზე, საქართველო COVAX პლატფორმის საშუალებით მიიღებს AstraZeneca / Oxford ვაქცინის პირველ პარტიას 43 200 დოზით, რომელიც დამზადებულია AstraZeneca-SKBio (კორეის რესპუბლიკა) მიერ. გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოს მთავრობას ამ ვაქცინების შეძენაში ეხმარება, რომლებიც 13 მარტს ჩამოვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შაბათ-კვირის განმავლობაში ვაქცინები მთავრობის მიერ გადანაწილდება ყველა რაიონში. ვაქცინაციის პროცესის დაწყება დაგეგმილია 15 მარტიდან. ამასთან ვაქცინების ადმინისტრირება დაიწყება მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული ჯგუფების მიხედვით, რომელთა შორის, პირველები სამედიცინო მუშაკები არიან. 43 200 ვაქცინა სრულად იქნება გამოყენებული პირველი დოზებისთვის. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება ინფორმაციას, რომ ვაქცინის დამატებითი 86,400 დოზა ქვეყანაში აპრილში ჩამოვა, ხოლო ინექციებს შორის რეკომენდებული ინტერვალი 8-დან 12 კვირამდეა.

ჯამში, უახლოეს კვირებში საქართველო მიიღებს AstraZeneca-ს ვაქცინის 129,600 დოზას. გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოს მთავრობისგან ასევე მიიღო თხოვნა, დაეხმაროს Pfizer-BioNTech ვაქცინის შეძენაში. შედეგად, ვაქცინების ჩამოტანა მოსალოდნელია მარტის თვის ბოლოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები