საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 21 მარტს, ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩს ლუქსემბურგის წინააღმდეგ ითამაშებს.
შეხვედრის ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში, 27 თებერვლის დღის 12:00 საათიდან დაიწყება და მისი ღირებულება 10, 20, 30, 40 და 50 ლარი იქნება.
მატჩი დინამო არენაზე შედგება და თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენის შესაძლებლობა ექნება. ბილეთების შეძენისას აუცილებელია შემდეგი ინფორმაციის შეყვანა: ბილეთის მფლობელის სახელი და გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა (არასრულწლოვნების შემთხვევაში - მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია).
შეგახსენებთ, რომ ლუქსემბურგის დამარცხების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულ ნაკრებს 26 მარტს, კვლავ დინამო არენაზე შეხვდება. ფინალურ ეტაპზე გამარჯვების შემთხვევაში საქართველო ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.