ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოს მაღალი ძაბვის ხაზების მოდერნიზაციისთვის შეღავათიანი კრედიტის სახით 80 მილიონ ევროს (დღევანდელი კურსით, 260 მილიონი ლარი) აიღებს.
პროექტი ელექტრო გადამცემეი ხაზების მოწყობა-გამაგრებას შემდეგ ლოკაციებზე ითვალისწინებს: წყალტუბო-ახალციხე-თორთუმი (500 კვ სიმძლავრის მთავარი ელექტრო ხაზის მშენებლობა), ელექტრო გადამცემი ინფრასტრუქტურის გამაგრება გურიასა და კახეთის რეგიონში.
ბანკის სესხიდან მიღებული თანხის ნაწილი ასევე მოხმარდება ნენსკრა-მესტიის 220 კილოვატიანი სიმძლავრის გადამცემი ხაზის მშენებლობას; 500 კილოვატიან ჯვრის ქვესადგურის გაფართოებას; 220 კილოვატიანი წყალტუბო-ნამახვანი-ტვიში-ლაჯანურის და წყალტუბოს 220 კგ ქვესადგურის მოწყობა-გამგრებას.
აღნიშნული პროექტრი ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის სისტემაში ინტეგრაციას, რაც თანხვედრაშია EBRD-ის ეგრეთ წოდებულ „მწვანე პოლიტიკასთან“.
"ამ პროექტის ფარგლებში გაიზრდება ელექტროენერგიის ჯამური წარმოება და შემცირდება შემცირდება CO2-ის ემისია", - აღნიშნავს ბანკი.