მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო მსოფლიოს სთავაზობს პროგნოზირებად და კონკურენტულ გარემოს ინვესტიციებისა და ბიზნესის გაფართოებისთვის - კობახიძე

ნათია თურნავა

საქართველო მსოფლიოს სთავაზობს სტაბილურ, პროგნოზირებად და კონკურენტულ გარემოს ინვესტიციებისა და ბიზნესის გაფართოებისთვის - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს პირდაპირ უცხოური ინვესტიციების 83% არსებული კომპანიების რეინვესტიციებზე მოდის

ღონისძიებაზე, რომლის ორგანიზატორები "თიბისი კაპიტალი" და საქართველოს ეროვნული ბანკი არიან, პრემიერმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შესახებ ისაუბრა და ისიც აღნიშნა, რომ "ოცნების" თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად ლარის მიმართ მოსახლეობის ნდობა ისტორიულ მაქსიმუმზეა.

"საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში რეგიონში და ევროპის ქვეყნებს შორის საქართველო სავარაუდოდ ყველაზე მაღალ საშუალო ეკონომიკურ ზრდას მიაღწევს, წლიური 5.1%-ით.

მსოფლიოს საუკეთესო ათეულში ვართ რამდენიმე ძირითადი ბიზნესინდიკატორით მსოფლიოში მეორე ადგილზე ვართ ფუნქციონირებისადა დავების გადაჭრის ოპერატიულობით. გარდა ამისა, „ჩენდლერის ინსტიტუტის კარგი მმართველობის ინდექსში“ ხაზგასმულია საქართველოს ძლიერი ინსტიტუციური წყობა, რითაც ჩვენი ქვეყანა ინვესტიციების მოზიდვის ნიშნით გლობალურ ლიდერებს შორისაა. ეს ყოველივე ერთად აღებული, მკაფიოდ აყალიბებს ერთ გზავნილს - საქართველო მსოფლიოს სთავაზობს სტაბილურ, პროგნოზირებად და კონკურენტულ გარემოს ინვესტიციებისა და ბიზნესის გაფართოებისთვის.

ამ წინსვლის მთავარი მაჩვენებელი ჩვენი ფინანსური სექტორის სტაბილურობა და ეროვნული ვალუტის სიმტკიცეა. ათი წლის წინ, მოსახლეობის მიერ ბანკებში განთავსებული ანაბრების უმეტესობა უცხოურ ვალუტაში იყო წარმოდგენილი. დღეს, ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკისა და მზარდი საზოგადოებრივი ნდობის წყალობით, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა, რადგან ლარის მიმართ მოსახლეობის ნდობა ისტორიულ მაქსიმუმზეა, რაც სტაბილურობას უზრუნველყოფს და ეს აქტუალური ფაქტორია საერთაშორისო ინვესტორებისთვისაც.

ეს ნდობა მკაფიოდ წარმოჩინდა მიმდინარე წლის დასაწყისში ევროობლიგაციების გამოშვებისას. გლობალური ეკონომიკური რყევების მიუხედავად, საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან ქართული ფასიანი ქაღალდებისადმი ინტერესი შეთავაზებასთან მიმართებით ხუთ-ნახევარჯერ მეტი იყო. ეს საქართველოს სამომავლო ეკონომიკური პერსპექტივებისადმი ნდობის ძლიერი სიგნალია“, - განაცხადა პრემიერმა.

გასულ წელს FDI 7.6%-ით $1.68 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. საქსტატის თანახმად, ინვესტიციების მთავარი მდგენელი კვლავ არსებული კომპანიების მიერ განხორციელებული რეინვესტიციებია, რაც გასულ წელს 1.4 მილიარდი დოლარი იყო, ეს მთლიანად საინვესტიციო ნაკადის 83%-ეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები