საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი ჯეიმს ჯონი აცხადებს, რომ ეროვნული ბანკი დამაკმაყოფილებელ ნაბიჯებს დგამს საერთაშორისო სანქციების აღსასრულებლად. ასე უპასუხა ჟურნალისთვის კითხვას, რომელიც შეეხებოდა ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებიდან რუსეთში სანქცირებული საქონლის რეექსპორტს.
მისივე თქმით, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში შეინიშნება სავაჭრო პარტნიორების ცვლილება, თუმცა ეს საქართველოსთვის ნაკლებად პრობლემურია. საუბარია რუსეთთან გაზრდილ სავაჭრო ბრუნვაზე, რომელზეც IMF საკუთარ ანგარიშშიც მიუთითებდა და წერდა, რომ ომის პირობებში ცენტრალური აზიის ქვეყნებმა რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად გაზარდეს.
“პარტნიორი ქვეყნებისგან ვიცით, რომ საქართველო და განსაკუთრებით კი ეროვნულმა ბანკი იღებს დამაკმაყოფილებელ ზომებს საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებით. ეს არის რასაც ვისმენთ იმ ქვეყნებიდანაც, რომლებმაც საქნციები დააწესეს. სანქციებთან დაკავშირებით პოტენციური რისკი არსებობს, თუმცა როგორც ვთქვი, საქართველო ასრულებს ამ დაწესებულ სანქციებს”,-აცხადებს ჯეიმს ჯონი.