მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისში საქართველოს სავალუტო რეზერვებმა $4.671 მლრდ შეადგინა, წლიურად $765 მლნ კლებაა

სებ

2024 წლის ივლისში საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა 4.671 მლრდ დოლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, თვიურ ჭრილში სავალუტო რეზერვები 90.5 მლნ დოლარითაა გაზრდილი. თუმცა წლიურ ჭრილში საერთაშორისო რეზერვები ჯამურად 764.5 მლნ დოლარითაა შემცირებული. 2023 წლის ივლისში საქართველოს საერთაშორისო რეზერვები 5.436 მლრდ დოლარს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მარტში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვებში ოქროს დამატების გადაწყვეტილება მიიღო. სებ-მა უკვე შეიძინა 7 ტონა ოქრო, რომლის ღირებულებაც ამჟამად 556.7 მილიონი დოლარია.

ამასთან, ცოტა ხნის წინ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ახალი შეფასება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა ადეკვატურობის დონეზე ნაკლებია.

"ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების შესყიდვის მნიშვნელოვანი პოლიტიკის მიუხედავად, საქართველოს სავალუტო რეზერვების დონე IMF-ის ადეკვატურობის ზღვარს ქვემოთ დაეცა", - ნათქვამია IMF-ის მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები