მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველო შუა დერეფნის ფინტექ ჰაბად უნდა იქცეს" - ნათია თურნავა

თურნავა
BM. GE
26.10.23 20:30
66
სტატიაში საუბარია:

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში" მიიღო მონაწილეობა.

სებ-ის ინფორმაციით, ნათია თურნავა მთავარი მომხსენებელი იყო პანელურ დისკუსიაში "ფინტექის მომავალი მზარდ ეკონომიკაში".

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ყურადღება გაამახვილა ფინტექ ინდუსტრიაში მეტი ინვესტიციის მოსაზიდად ეროვნული ბანკის იმ მიდგომაზე, რომელიც ღია პოლიტიკაზე ორიენტირებულ სტრატეგიას ეფუძნება და საბაზისო ფინტექ ინფრასტრუქტურის მარეგულირებელი გარემოს შექმნას ითვალისწინებს.

როგორც წესი, ფინტექ ინვესტორები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ინოვაციების მხარდამჭერი მარეგულირებელი გარემოს მოძიებას. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი ცდილობს შექმნას გამჭვირვალე, მოქნილი და ფინტექ საჭიროებებზე მორგებული მარეგულირებელი ჩარჩო.

"ჩვენ ფინტექ კომპანიებს და ინვესტორებს "ერთი ფანჯრის პრინციპით" მუშაობას ვთავაზობთ. ნებისმიერი ლიცენზია თუ ნებართვა, რომელიც დაკავშირებულია ფინანსურ სერვისებთან, შესაძლებელია ამ წესით მიიღონ. მსგავს პრაქტიკას ვერ შეხვდებით ბევრ სხვა ქვეყანაში.

საქართველო უნდა იქცეს შუა დერეფნის ფინტექ ჰაბად. მისი საშუალებით, ქვეყნებს შორის რეგიონული თანამშრომლობა, ახალი ფინანსური ინფრასტრუქტურის ხელშემწყობი გახდება. ეს რეგიონის სხვა ქვეყნებშიც დამატებით ღირებულებას შექმნის და ამ მხრივაც საინტერესო ინიციატივაა. სებ-ის როლს ძირითადად, ფინტექ ინფრასტრუქტურის ხელშემწყობ რგოლად აღვიქვამთ, რომელიც კომპანიებს ბაზარზე შესვლის ბარიერების აღმოფხვრაში დაეხმარება", - განაცხადა ნათია თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები