მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოდან $14.8 მილიონის ღირებულების მანდარინის ექსპორტი განხორციელდა

5feae5be0a233
BM.GE
29.12.20 12:12
550
2020 წლის 1 აგვისტოდან 27 დეკემბრამდე პერიოდში განხორციელდა 30.6 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 14.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 13%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 7%-ით გაიზარდა 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (17.3 ათასი ტონა), სომხეთსა (6.6 ათასი ტონა) და უკრაინაში (4.8 ათასი ტონა). აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე მოლდოვაში, სლოვენიასა და ყაზახეთში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები