მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან 2022 წელს 81.5 მლნ-ის ოქრო გაიყიდა - TOP-5 ექსპორტიორი კომპანია

63db83d85285d
ვიქტორია მღებრიშვილი
03.02.23 00:00
2045
2022 წელს საქართველომ დაუმუშავებელი ან ნახევრადდაუმუშავებელი ოქროს ექსპორტით 81 მილიონ 476 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო და ქვეყნის საზღვრებს გარეთ 2 ტონაზე მეტი საქონლის რეალიზება მოხდა.

საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს უმსხვილეს საექსპორტო საქონლის ჩამონათვალში ოქრო აღარ გვხვდება, მაშინ როდესაც გასული 5 წლის განმავლობაში აღნიშნული პროდუქტი საექსპორტო საქონლის რეიტინგში მერვედან მეათე ადგილებს იკავებდა. მიუხედავად იმისა, რომ ოქრომ უმსხვილესი საქონლის ჩამონათვალში არ მოხვდა. 2022 წელს, დაუმუშავებელი ოქროს ექსპორტი 26.8%-ით გაიზარდა და რეალიზებული საქონლის რეიტინგში მე-13 ადგილი დაიკავა.

გასულ წელს დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული ოქრო საქართველოდან სულ 4 ქვეყანაში გაიყიდა, მთავარი ბაზარი კი შვეიცარია იყო. ოქროს რეალიზების 93.8% სწორედ შვეიცარიაზე მოდის. საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია:

1. შვეიცარია - 76.5 მლნ დოლარი, 2.5 ტონა;
2. გერმანია - 2.6 მლნ დოლარი, 0.07 ტონა;
3. თურქეთი - 1.2 მლნ დოლარი, 0.03 ტონა;
4. არაბთა გაერთიანებული საამიროები - 1.1 მლნ დოლარი, 0.03 ტონა.

BM.GE-მ საქსტატიდან ოქროს ექსპორტიორი კომპანიების TOP-5-ეული გამოითხოვა, რომლის მიხედვით გასული წლის განმავლობაში ოქროს რეალიზებას შპს RMG Gold, შპს ავაზა, შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპრესი, შპს სასწორი და შპს ჯითიჯი ჯგუფი ახორციელებდნენ.

ცნობისთვის, ექსპორტიორი კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

რაც შეეხება დაუმუშავებელი ოქროს იმპორტს, გასული წლის განმავლობაში საქონლის შესყიდვის დაბალია მაჩვენებელი ფიქსირდება, რომელიც 12 ათას დოლარამდეა. საიმპორტო ქვეყნებს შორის არიან რუსეთი (5.6 ათასი დოლარი), გერმანია (4.1 ათასი დოლარი), იტალია (1 ათასი დოლარი), საფრანგეთი (0.8 ათასი დოლარი), თურქეთი (0.2 ათასი დოლარი).

იმპორტიორ კომპანიებს შორის კი შპს ICC GEORGIA, შპს არტ დიზაინი, შპს აქსის კონსტრაქშენი და შპს ბიკო არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები