მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ ოქროს ექსპორტით $66.8 მილიონის შემოსავალი მიიღო - სად ვყიდით ძვირფას მეტალს?

ოქრო

მსოფლიოში ოქროს გაძვირება საქართველოდან ოქროს ექსპორტზეც აისახა. მაშინ როდესაც ოქროს ფასი ახალ რეკორდებს აღწევს და უნცია მეტალის ღირებულება დღეს საერთაშორისო ბირჟებზე 2,660 დოლარად ივაჭრება, დაუმუშავებელ ან ნახევრად დამუშავებული ოქრო საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო სასაქონლო ჯგუფების ათეულში 1.6%-იანი წილით მეათე ადგილს იკავებს.

ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი ადგილობრივად წარმოებული ძვირფასი მეტალი, რომლის ექსპორტითაც წელს ქვეყანამ 66 მლნ 891 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. შესაბამისად, იანვარ-აგვისტოში წლიურად ექსპორტის ღირებულება 15.9%-ით გაიზარდა. მაშინ როდესაც ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაყიდული დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული ოქროს მოცულობა მცირედ 1.7 ტონამდე შემცირდა [2023 წლის 8 თვე - $57.7 მლნ, 1.8 ტონა].

ძვირფასი მეტალის საექსპორტო არეალი არც ისე ფართოა. იანვარ-აგვისტოში ადგილობრივი პროდუქტი მხოლოდ სამ ქვეყანაში გავყიდეთ. აქედან მთავარი მიმართულება შვეიცარია იყო, სადაც 1600 კგ ოქრო 61.6 მლნ დოლარად გაიყიდა; ბაზრებს შორის არის თურქეთიც, სადაც მხოლოდ გატანილი 100 კგ-ის პროდუქტის ღირებულება 4.4 მლნ დოლარი იყო; არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კი ამ პერიოდში, ქვეყნიდან 865 ათასი დოლარის ღირებულების 20 კგ ოქრო გავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები