მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გააქვს საქართველოს ექსპორტზე - TOP-10 საქონელი

კონტეინერი ლოგისტიკა MSC

საქსტატმა 2024 წლის 10 თვის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც საქართველოდან ექსპორტმა და მათ შორის რეექსპორტმა წელს 5.46 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 7.4%-ით მეტია.

საქსტატის თანახმად, საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელია მსუბუქი ავტომობილები, რომლის ექსპორტიც მიმდინარე წლის 10 თვეში 13%-ით, 2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. $310 მილიონი დოლარით მეორე პოზიციას ფეროშენადნობები იკავებს, რაც 117%-ით არის გაზრდილი. მესამე ადგილზე კი სპირტიანი სასმელებია $242 მილიონი დოლარით, რა მიმართულებითაც 58%-იანი ზრდაა.

2024 წლის 10 თვეში საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგი

  1. მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი - $2 მილიარდი დოლარი, ზრდა წინა წელთან 13%;
  2. ფეროშენადნობები - $311 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 117%;
  3. სპირტიანი სასმელები - $242 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 58%;
  4. ღვინის ექსპორტი - $237 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 9%;
  5. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $198 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 282%;
  6. მინერალური და მტკნარი წყლები - $144 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 25%;
  7. გაზიანი შაქრიანი სასმელები - $119 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 26%;
  8. აზოტოვანი სასუქები - $98 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 28%;
  9. მედიკამენტები - $95 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 2.8%;
  10. ოქრო - $86 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 22%.

საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი $1 მილიარდით ყირგიზეთია - TOP-10 საექსპორტო ქვეყანა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები