2024 წელს საქართველოდან ჩინეთში ექსპორტს 168 ექსპორტიორი ახორციელებდა. წელს, მხოლოდ იანვარ-აპრილის პერიოდში კი - 89.
საქსტატის ცნობით, ექსპორტიორების რაოდენობა მოიცავს როგორც შპს-ებს, ისე ფიზიკურ პირებსა და ინდმეწარმეებს.
საქართველოდან ჩინეთში ექსპორტიორთა რაოდენობა წლების მიხედვით:
2014 წელი – 74
2015 წელი – 105
2016 წელი – 140
2017 წელი – 180
2018 წელი – 183
2019 წელი – 184
2020 წელი – 185
2021 წელი – 189
2022 წელი – 157
2023 წელი – 175
2024 წელი – 168
2025 [4 თვე] – 89.
BMG-მ საქსტატიდან იმ კომპანიების სიაც გამოითხოვა, რომლებმაც მიმდინარე წლის იანვარ-მარტში რუსეთში ყველაზე მეტი ექსპორტი განახორციელეს.
საქართველოდან რუსეთში ექსპორტიორი TOP-20 კომპანია:
რკ ლავრ–ჯორჯია
სს არ ემ ჯი კოპერი
სს კაიშენ თრეიდინგი
სს საერთაშორისო სამედიცინო ტექნოლოგიები
შპს აგროგრუპი
შპს ასკანელი ძმები
შპს ბი ეს ემ თი
შპს გეგმეტი
შპს გეოპრიპრავა
შპს გოლდ დაფნა
შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია
შპს ეჰე მედიკალი
შპს კავკასიან მეტალს ტერმინალი
შპს კოლხური დაფნა
შპს ლეგომეტალ
შპს მედსილქი
შპს ჯეოდაფნა
შპს ჯეოეკო
შპს ჯითიეი ტრეიდი
შპს ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფი კომპანიის ფილიალი საქართველოში.
შენიშვნა: კომპანიები რეიტინგის მიხედვით არაა დალაგებული!
ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სანელებლები, ღვინო - ეს არასრული ჩამონათვალია იმ პროდუქციის, რომელსაც საქართველო ჩინეთში ყიდის.
ჩინეთს საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის მეოთხე ადგილს იკავებს. წელს, იანვარ-აპრილში, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 642 მლნ დოლარი იყო, საიდანაც ექსპორტმა 87 მლნ დოლარი შეადგინა, იმპორტმა კი - 555,5 მლნ.
2024 წელს კი, საქართველომ და ჩინეთმა ერთმანეთთან $2 მილიარდამდე ივაჭრეს.




























