მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან ექსპორტირებულია $15.9 მლნ-ს 28 ათას ტონამდე მანდარინი - სამინისტრო

მანდარინი

დღეის მდგომარეობით საქართველოდან 15.9 მლნ აშშ დოლარის 28 ათას ტონამდე მანდარინია ექსპორტირებული - ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გადამუშავებულია 5 400 ტონა არასტანდარტული ნაყოფი, რისთვისაც 1.9 მლნ
ლარის სუბსიდია გაიცა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ციტრუსის მოსავლის აღება-დაბინავების პროცესს ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაეცნო.

"ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლები ციტრუსის მიმღებ-გადამმუშავებელ საწარმოში ,,შპს იბერია ორბის ციტრუსს“ იმყოფებოდნენ, სადაც 200-მდე ადამიანია დასაქმებული. ინფორმაციის მიხედვით, საწარმო 24 საათის განმავლობაში 120 ტონა ციტრუსის ნაყოფის მიღება-დახარისხებას და პარაფინირებას ახორციელებს. მიმდინარე წელს, საწარმო 1000 ტონამდე სტანდარტული ციტრუსის მიღებას და ექსპორტირებას, ასევე არასტანდარტული მანდარინის ჩაბარებას გეგმავს. გადამმუშავებელ საწარმოში ციტრუსის შეფუთვა ევროსტანდარტების მიხედვით მიმდინარეობს.

ციტრუსის სეზონის შეუფერხებლად განხორციელებისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, აჭარაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი მოქმედებს, რომელიც 1 თებერვლამდე იმუშავებს.

წელს არასტანდარტული 1 კგ. მანდარინის სუბსიდირება 10 თეთრით 30-დან 40 თეთრამდე გაიზარდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები