საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტიორი TOP-20 კომპანია
თელარა გელანტია
26.07.20 14:32
• 2353
2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 მლრდ 53 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.2%-ით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 1 მლრდ 503 მლნ დოლარია ანუ 16%-ით ნაკლები, ვიდრე შარშან ანალოგიურ პერიოდში.
საანგარიშო პერიოდში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 332.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 22.1%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 184.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.2%), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 117.6 მლნ. აშშ დოლარით (7.8 %).
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ექსპორტში დსთ-ის ქვეყნების წილი 43.2%-ია, ხოლო ევროკავშირის წილი კი 22.5%-ია.
Bm.ge-მ საქსტატიდან გამოითხოვა იმ 20 კომპანიის სია, რომელთაც იანვარ-ივნისში ევროკავშირის ქვეყნებში ყველაზე მეტი ექსპორტი განახორციელეს.