მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან გაზიანი შაქრიანი სასმელების ექსპორტი გაიზარდა - რა ქვეყნებში ყიდულობენ ქართულ სასმელებს?

ლიმონათი გაზიანი სასმელები

2024 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში საქართველოდან გაზიანი შაქრიანი სასმელების ექსპორტი 4.5 მილიონი დოლარით (14%-ით), 35.8 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. სულ ექსპორტირებულია 44 ათასი ტონა სასმელი, რაც რეკორდს წარმოადგენს.

საექსპორტო ქვეყნებს შორის კვლავ რუსეთის ფედერაცია ლიდერობს, რაც მათ შორის რუსეთიდან გლობალური ბრენდების გასვლას უკავშირდება. ამის გამო რუსეთში სხვა ბრენდების, მათ შორის ქართული წარმოების გაზიანი სასმელებისა და ლიმონათების იმპორტი გაიზარდა.

2024 წლის პირველი 4 თვის მდგომარეობით გაზიანი სასმელების 5 უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა და ექსპორტის ცვლილება წინა წელთან შედარებით ასე ნაწილდება:

1) რუსეთის ფედერაცია - 19.7 მილიონი დოლარი, 23.3 ათასი ტონა, ზრდა 15%;
2) აზერბაიჯანი - 3.6 მილიონი დოლარი, 4.8 ათასი ტონა, ზრდა 4%;
3) ყაზახეთი - 3.2 მილიონი დოლარი, 4 ათასი ტონა, კლება 13%;
4) სომხეთი - 3 მილიონი დოლარი, 3.9 ათასი ტონა, კლება 19%;
5) უზბეკეთი - 1.6 მილიონი დოლარი, 2 ათასი ტონა, ზრდა 584%.

რაც შეეხება საქართველოდან მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტს, მისი მოცულობა 30%-ით, 51 მილიონ დოლარამდე (80 ათას ტონამდე) გაიზარდა. ექსპორტის ნახევარზე მეტი, $26 მილიონი დოლარის მინერალური და მტკნარი წყლები რუსეთში გავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები