მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან ლიმონათების და გაზიანი სასმელების ექსპორტი $155 მილიონამდე გაიზარდა - სად ვყიდით

ლიმონათი გაზიანი სასმელი

2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან უცხოეთში სულ 155 მილიონი დოლარის ღირებულების 152 მილიონი ლიტრი ლიმონათებისა და შაქრიანი გაზირებული სასმელების ექსპორტი განხორციელდა. ექსპორტი წლიურად 21%-ით გაიზარდა.

საქსტატის თანახმად, ქართული ლიმონათებისთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი კვლავ რუსეთია, სადაც 48.4 მილიონი დოლარის 55.5 მილიონი ლიტრი გაზირებული სასმელები გავიდა ექსპორტზე, თუმცა ეს მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14%-ით არის შემცირებული. სანაცვლოდ კი 44%-ით არის გაზრდილი ამ პროდუქციის ექსპორტი აზერბაიჯანში, რამაც იანვარ-ნოემბერში 29.6 მილიონ დოლარს მიაღწია. ასევე გაზრდილია ექსპორტი ყაზახეთში, სომხეთსა და უზბეკეთშიც.

2025 წლის იანვარ-ნოემბერში ქართული შაქრიანი გაზირებული სასმელების ექსპორტი ასე ნაწილდება - ტოპ 5 ქვეყანა:

# ქვეყანა მლნ დოლარი ლიტრი ზრდა/კლება წინა წელთან
1 რუსეთი $48.4 55,543,925 -14%
2 აზერბაიჯანი $29.6 23,099,967 44%
3 ყაზახეთი $25.1 23,521,761 64%
4 სომხეთი $14.7 15,507,929 29%
5 უზბეკეთი $11.4 8,836,634 25%

რაც შეეხება ამ საქონლის საქართველოში იმპორტს, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ 26.7 მილიონი დოლარის ღირებულების 24 მილიონი ლიტრი გაზიანი სასმელები იყიდა უცხოეთიდან, რაც ექსპორტზე ექვსჯერ ნაკლები მაჩვენებელია. მათ შორის ყველაზე დიდი მოცულობის - 4.6 მილიონი დოლარის გაზიანი სასმელები პოლონეთიდან შემოვიდა, რუსეთიდან $3.9 მილიონის, თურქეთიდან კი $3 მილიონის. იმპორტში ძირითადად გაზიანი ენერგეტიკული სასმელები ჭარბობს, რადგან სხვა კატეგორიის სასმელები საქართველოში ძირითადად ადგილობრივი წარმოებისაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები