მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან რუსეთში ექსპორტიორი TOP-10 კომპანია

5e2d64d1a9b63
თელარა გელანტია
27.01.20 09:45
2930
საქსტატის ოფიციალური წინასწარი მონაცემები აჩვენებს, რომ რუსეთი საქართველოს ნომერ მეორე საექსპორტო ბაზარია (497.1 მლნ. აშშ დოლარი). მას მხოლოდ 1.6 მლნ დოლარის ექსპორტით უსწრებს აზერბაიჯანი (აზერბაიჯანი (498.7 მლნ. აშშ დოლარი). მესამე პოზიციაზე კი სომხეთია, სადაც 2019 წელს საქართველოდან 412.2 მლნ აშშ დოლარის საქონელი გავიდა ექსპორტზე.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2019 წელს საქართველოდან რუსეთში ძირითადი საექსპორტო საქონელი ღვინო იყო. TOP-10 ასე გამოიყურება:

1. ყურძნის ნატურალური ღვინოები - $133,2 მლნ
2. ფეროშენადნობები - $114,5 მლნ
3. მინერალური და მტკნარი წყლები - $60.6 მლნ
4. ეთილის სპირტი/სპირტიანი სასმელები - $34.5 მლნ
5. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $19.8 მლნ
6. ცენტრიფუგები; აგრეგატები სითხის ან აირის საფილტრავი ან გასაწმენდი - $19 მლნ
7. ციტრუსების ნაყოფი ახალი ან გამხმარი - $13.7 მლნ
8. გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი, ქლიავი და ღოღნოშო - $11.8 მლნ
9. წყლები შაქრის დანამატების შემცველობით - $11.2 მლნ
10. მსუბუქი ავტომობილები - $7.2 მლნ.

რაც შეეხება რუსეთში ექსპორტის მოცულობით ყველაზე მსხვილ კომპანიებს, ათეულში შედის: 

1. შპს ასკანელი ძმები
2. შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა
3. "აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს "აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი"
4. სს ლომისი
5. შპს ჯორჯიან მანგანეზი
6. შპს ჯიდიელ სოლუშენს
7. შპს Bolero & Company
8. შპს ფარმექსიმი
9. შპს სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი
10. შპს ბესტ ფრუიტ

ცნობისთვის: ექსპორტიორები  რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები