2024 წლის III კვარტალში გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა შემცირდა. კერძოდ, ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 6.8%-ით 603 ათასამდე შემცირდა.
საქსტატის ცნობით, ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 237.4 ათასი და 119 ათასი ვიზიტი.
ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს ვიზიტების რაოდენობის პროცენტულ განაწილებას მონახულებული ქვეყნების მიხედვით.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 7.9 ღამე შეადგინა, რაც 2023 წლის III კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (7.2 ღამე) 9.3 პროცენტით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 98.2% წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს