მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან უკრაინაში ექსპორტიორი და იმპორტიორი კომპანიების TOP-10

63e4e8c11b358
თელარა გელანტია
10.02.23 00:05
974
საქართველოს საგარეო სავაჭრო პარტნიორებს შორის ომში ჩართული ქვეყანა უკრაინა 2.7%-იანი წილით, მეცხრე ადგილს იკავებს. 2021 წელს ქვეყანა ამ რეიტინგში მეექვსე პოზიციაზე იყო. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს უკრაინასთან სავაჭრო ბრუნვამ წლის განმავლობაში 507 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 33.2%-ით ჩამორჩება 2021 წლის მაჩვენებელს.

საქსტატის მონაცემებითვე, 2022 წელს უკრაინაში საქონლის რეალიზებით საქართველომ 232 მლნ დოლარი შემოსავალი მიიღო - უკრაინასთან მთავარი საექსპორტო საქონელი მსუბუქი ავტომობილებია, რაც სრულად რეექსპორტს წარმოადგენს. უკრაინაში მთლიან ექსპორტში ამ საქონლის წილი 51.6% იყო.

რაც შეეხება იმპორტს, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, უკრაინაში საქონლის შესაძენად ჯამში 274 მილიონ 890 ათასი დოლარი გავიდა, რაც ბოლო ათი წლის განმავლობაში ეს უკრაინიდან იმპორტის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. იმპორტშიც უმსხვილესი საქონელი მსუბუქი ავტომობილებია.

BMG-მ საქსტატიდან გამოითხოვა TOP-10 კომპანიის სია, რომლებიც საქართველოდან უკრაინაში ყველაზე მეტი ღირებულების ექსპორტი და იმპორტი განახორცილეს. აღსანიშნია, რომ კომპანიები რეიტინგის მიხედვით არაა დალაგებული.

უკრაინიდან საქართველოში იმპორტიორი TOP-10 კომპანია

1. აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი
2. შპს ალტა
3. შპს ვესტ ინვესტ
4. შპს ვიმ-ბილ-დან საქართველო
5. შპს როშენ ჯორჯია
6. შპს ფარმედ
7. შპს ფილიპ მორის საქართველო
8. შპს ფოთის მარცვლეულის ტერმინალი
9. შპს ჭიათურმანგანუმ ჯორჯია
10. შპს ჯეი თი აი კავკასუს.

საქართველოდან უკრაინაში ექსპორტიორი TOP-10 კომპანია

1. სს რუსთავის აზოტი
2. შპს "ნიკა"
3. შპს აიდიეს ბორჯომი საქართველო
4. შპს ბი თუ ბი
5. შპს ვ8შიფინგ ჯორჯია
6. შპს კავკასიის ავტოიმპორტი
7. შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა
8. შპს ტესტა პეტროლიუმი
9. შპს ქარნეტ
10. შპს ჯორჯიან მანგანეზი



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები