მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან ვიზიტების უმრავლესობა თურქეთსა და რუსეთზე მოდის

სარფი საზღვარი

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 562.1 ათასი შეადგინა, რაც 3.4%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

განახლებულ მონაცემებს გამყვანი ტურიზმის შესახებ საქსტატი აქვეყნებს.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 360.2 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი (იგულისხმება ისეთი ვიზიტი, რომლის დროსაც ვიზიტორმა ღამე გაათენა ვიზიტის ადგილზე), რაც 8.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 229.0 ათასი და 105.4 ათასი ვიზიტი. ევროკავშირის წევრი ქვეყნები კი მესამე ადგილზეა.

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.3 ღამე შეადგინა, რაც 2023 წლის II კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.0 ღამე) 4.3 პროცენტით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 98.1% წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები