მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან წყლის ექსპორტი 23.5%-ით შემცირდა - სად ვყიდით და ვინ ყიდის?

635be1ad890eb
თელარა გელანტია
28.10.22 18:56
971
2022 წლის ცხრა თვეში საქართველომ ექსპორტზე 79.7 მლნ დოლარის მტკნარი და მინერალური წყალი გაიტანა ექსპორტზე.
საქსტატის თანახმად, შარშანდელთან შედარებით ექსპორტი 23.5%-ითაა შემცირებული, ვინაიდან 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყნიდან 104 მლნ დოლარის საქონელი იყო ექსპორტირებული.

აღსანიშნია, რომ ცხრა თვეში TOP-10 საექსპორტო პროდუქტს შორის, მტკნარი და მინერალური წყალი იყო ერთადერთი სასაქონლო ჯგუფი, რომლის ექსპორტიც შემცირებულია.

რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალის თანახმად, ყველაზე მეტი მტკნარი და მინერალური წყალი ექსპორტზე რუსეთში გავიდა ($34 მლნ), მეორე ადგილზეა ყაზახეთი ($16 მლნ), მესამეზე კი - ლიეტუვა ($4.5 მლნ); საექსპორტო ბაზრების ხუთეულს ბელარუსი და ისრაელი ხურავენ.

BMG-მ საქსტატიდან გამოითხოვა იმ TOP-10 კომპანიის სია, რომლებმაც საანგარიშო პერიოდში ექსპორტზე ყველაზე მეტი მტკნარი და მინერალური წყალი გაიტანეს.

1. აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი;
2. სს წყალი მარგებელი;
3. შპს აიდიეს ბორჯომი საქართველო;
4. შპს ანაკლია;
5. შპს აქვა გეო;
6. შპს ვოთერლენდი;
7. შპს ლაღი;
8. შპს საირმე მინერალ ვოთერს;
9. შპს წაღვერი;
10. შპს ჯი ოუ გრუპ.

შენიშვნა: ექსპორტიორი კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

ცნობისთვის: მიმდინარე წლის ცხრა თვეში საქართველოს ექსპორტმა 4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც შარშანდელთან შედარებით 37.4%-იან ზრდას ნიშნავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები