მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ რეფორმების ჩემპიონის ტიტული უნდა დაიბრუნოს - ხავიერ კოლომინა

62757da06a642
ალა ისპირიანი
06.05.22 23:50
1659
კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ წელიწად-ნახევარია, საქართველოში რეფორმების პროცესები გაჩერებულია.

ხავიერ კოლომინას მოსაზრებით,საქართველომ რეფორმების ჩემპიონის ტიტული უნდა დაიბრუნოს.

"ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობით, პრაქტიკული თანამშრომლობით. თქვენს ქვეყანასთან პოლიტიკური დიალოგის დონით. ამ ფონზე შეშფოთებულები ვართ იმ რეფორმების განხორციელების დონით, რომლებსაც ჩვენ ვითხოვთ. ეს რეფორმები მრავალი ფორმით იყო მოთხოვნილი.

ბოლოს ყოველწლიურ ეროვნულ გეგმაში 10 რეკომენდაცია აღვნიშნეთ. ძირითადი არის სასამართლო რეფორმა, საარჩევნო რეფორმა და უსაფრთხოების სექტორი. ამ რეფორმების განხორციელების ტემპი არ არის ისეთი, როგორიც გვინდა ვნახოთ. ბოლო ერთ წელში, წელიწად-ნახევარში პროცესები გაჩერდა. როგორც ალიანსი, ისე მოკავშირეები შეშფოთებულები ვართ. ასე რომ, ერთ-ერთი, რაც საქართველომ უნდა გააკეთოს, არის რეფორმების გზის აღდგენა, რომ კვლავ დაიბრუნოს რეფორმების ჩემპიონის ტიტული, რომელიც ჰქონდა“, - განაცხადა კოლომინამ „ფორმულასთან“ ინტერვიუში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები