მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველომ წელს 1 218 ტონა მიწის თხილი იყიდა - საიდან შემოდის არაქისი?

არაქისი

წელს პირველი 9 თვის განმავლობაში საქართველოში 1 მილიონ 831 ათასი დოლარის ღირებულების 1 218 ტონა არაქისი, იგივე მიწის თხილი შემოვიდა. იმპორტის ღირებულება 21.4%-ით, მოცულობა კი 28.5%-ით გაიზარდა.

არაქისის იმპორტის 10-წლიან სტატისტიკას თუ შევხედავთ, წელს ქვეყანამ სხვა წლების ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით, 9 თვის მონაცემებით, პროდუქტი ყველაზე დიდი მოცულობით შეიძინა.

მიწის თხილის საიმპორტო ქვეყნების ჩამონათვალი არც ისე დიდია. იანვარ-სექტემბერში არაქისის იმპორტი შეიძლება ჩავთვალოთ, რომ სულ 6 ქვეყნიდან განხორციელდა. მომწოდებელი ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია:

  1. ბრაზილია - 703 ათასი დოლარი, 494 ტონა;
  2. ინდოეთი - 696 ათასი დოლარი, 466 ტონა;
  3. არგენტინა - 174 ათასი დოლარი, 124 ტონა;
  4. არაბთა გაერთიანებული საამიროები - 113 ათასი დოლარი, 37 ტონა;
  5. თურქეთი - 112 ათასი დოლარი, 37 ტონა;
  6. ჩინეთი - 32 ათასი დოლარი, 17 ტონა.

უნდა აღინიშნოს, რომ წელს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით საქართველოდან არაქისის რეექსპორტიც განხორციელდა. ექსპორტზე გატანილმა 274 ტონა მიწის თხილის ღირებულებამ კი 494 ათასი დოლარი შეადგინა. ერთ-ერთი საექსპორტო ბაზარი კი რუსეთი იყო. ისიც აღსანიშნია, რომ არაქისი რეექსპორტზე წლის ამ პერიოდში ბოლო 2019 წელს ყაზახეთში გავიდა, 2015 წელს კი რეექსპორტი ისრაელში განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები