მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველომ ტურიზმიდან I კვარტალში $343.7 მილიონის შემოსავალი მიიღო - „გალტ ენდ თაგარტი“

6253f25f3be39
ნინო ტაბატაძე
11.04.22 13:16
772
"გალტ ენდ თაგარტის“ შეფასებით, საქართველომ ტურიზმიდან პირველ კვარტალში 343.7 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.

როგორც საინვესტიციო ბანკის მიმოხილვაშია აღნიშნული, ტურიზმიდან შემოსავლების ზრდა 2021 წლის პირველ სამ თვესთან შედარებით 542%-ია. პანდემიამდელი მაჩვენებელთან შედარებით კი, 40.6%-იანი კლებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სექტორში აღდგენა მხოლოდ 59.4% -ის დონეზეა.

შემოსავალი ტურიზმიდან / წინასწარი მაჩვენებლები

• იანვარი - 114 მლნ დოლარი
• თებერვალი - 105. 2 მლნ დოლარი
• მარტი - 124.5 მლნ დოლარი

„ჩვენ ვპროგნოზირებთ 2022 წლის ტურიზმის შემოსავლების აღდგენას 2019 წლის დონის 60-75%-მდე, რაც შემცირებულია ჩვენი საწყისი 85%-იანი აღდგენის პროგნოზიდან“, - აცხადებს „გალტ ენდ თაგარტი“.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მარტში ტურისტების რიცხვმა 2019 წლის მარტის დონის 48.5% შეადგინა, რაც მცირედით გაუარესებულია წინა თვესთან შედარებით. მიზეზი კი, რუსეთ- უკრაინის ომია. დაჩქარებულია ერთდღიანი ვიზიტორების აღდგენის ტემპი, რაც მთლიანი საერთაშორისო ვიზიტორების 16.3% შეადგინა.

ჯამურად 2022 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს 0.5 მილიონი ტურისტი ეწვია. 2019 წელთან შედარებით, აღდგენა 52.1 %-ია.

საერთაშორისო ვიზიტორებისგან პირველ კვარტალში მიღებული შემოსავლების ოფიციალურ მაჩვენებლებს ეროვნული ბანკი 21 აპრილს გამოაქვეყნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები