საქართველოს სოფლის მეურნეობაში საშუალო მოსავლიანობა შესადარის ქვეყნებზე დაბალია.
როგორც Galt & Taggart-ის სოფლის მეურნეობის შესახებ კვლევაშია აღნიშნული, საქართველოში საშუალო მოსავლიანობა ერთწლოვან კულტურებშიც დაბალია.
მარცვლეულის შემთხვევაში საქართველოს მოსავლიანობით ევროკავშირის წევრი ქვეყნები, უკრაინა, აზერბაიჯანი და თურქეთი უსწრებენ:
რას შეეხება ბოსტნეულ კულტურებს ერთ ჰექტარზე მოსავლიანობის მაჩვენებლის 2021 წლის FAO-ს მონაცემებით, საქართველო ევროკავშირის და რეგიონის ქვეყნებს ჩამორჩება:
„დარგი ხასიათდება შინამეურნეობების მაღალი წილით და მცირე ზომის მეურნეობებით, რაც აისახება დაბალ მოსავლიანობაზე. ბიზნესის შემთხვევაში საშუალო მოსავლიანობა ხშირ შემთხვევაში ორჯერ მეტია ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე, რაც ცხადყოფს ბიზნესის ეფექტურობას“, - ნათქვამია აგროსექტორის მიმოხილვაში.
ამასთან, Galt & Taggart-ში იმ რეკომენდაციებს ასახელებენ, რომელიც მოსავლიანობის გაზრდისთვისაა საჭირო: „მოსავლიანობის გაზრდისათვის ინვეტიციებთან ერთად საჭიროა საწარმოთა გამსხვილება მასშტაბის ეკონომიის მისაღწევად, ტექნოლოგიების დანერგვა, აგრონომებისა და პროექტის მენეჯერების კვალიფიკაციის ამაღლება, ჯიშების სწორად შერჩევა, კრიზისების მენეჯმენტი, მოსავლის აღების შემდგომ პროდუქტის ვარგისიანობის გახანგრძლივება და სხვ. სხვადასხვა სახელმწიფო და დონორების პროგრამების გათვალსიწინებით სექტორის მიმზიდველობა მაღალია“, - წერენ კვლევის ავტორები.