მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბაზრისთვის 5G ინტერნეტი ამ ეტაპზე ნაადრევია - გია ჯოხთაბერიძე

6231bc777419b
BM.GE
16.03.22 17:17
2215
“მაგთიკომის” დამფუძნებლის გია ჯოხთაბერიძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოს საკომუნიკაციო ბაზრისთვის 5G ქსელის დანერგვა ნაადრევია. ამის შესახებ ჯოხთაბერიძემ განცხადება თავად “მაგთის” მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუში გააკეთა.

“საქართველოს ბაზრისათვის მე-5 თაობის ქსელი ამ ეტაპზე ნაადრევია, ვინაიდან ის ძირითადად მაღალტექნოლოგიურ საწარმოებზეა ორიენტირებული. ამით კი, სამწუხაროდ, საქართველო განებივრებული არ არის. რაც შეეხება საცალო სეგმენტს, როგორც მსოფლიო კვლევები აჩვენებს, შემოსავლების კუთხით იმდენად უმნიშვნელოა, რომ მე-5 თაობის ქსელის აგების ხარჯს ვერ ამოიღებს. ერთია, გვინდა და მეორეა, გვაქვს თუ არა ამის შესაძლებლობა, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ მე-5 თაობის ქსელური ელემენტებისშესწავლას და ტესტირებას უკვე ვახორციელებთ,” - განაცხადა გია ჯოხთაბერიძემ.

დეკემბრის ბოლოს, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა პარლამენტში გამოსვლილას განაცხადა, რომ 2022 წელს 5G ინტერნეტის დანერგვისთვის სიხშირის აუქციონი გამოცხადდებოდა, ხოლო ლიცენზიის საფასური ფასდაკლებით იქნებოდა გამოტანილი. ამავე სხდომას ესწრებოდა გია ჯოხთაბერიძეც, რომელმაც თქვა, რომ მობილურ ოპერატორებს არ აქვთ საკმარისი სახრსები, რათა 2022 წელსვე დაეწყოთ ეს პროექტი.

მობილურმა ოპერატორებმა 4G ინტერნეტის სიხშირის ადგილობრივი ლიცენზიები 2014 წლიდან მოიპოვეს, რაშიც სახელმწიფომ 100 მილიონზე მეტი შემოსავალი მიიღო. ქსელის დასანერგად მათ ლიცენზიასთან ერთად ასობით მილიონის ღირებულების ტექნიკური აღჭურვილობაც შეიძინეს.

ამჟამად, საქართველოში მობილური ინტერნეტს სულ 3.2 მილიონი აბონენტი იყენებს. თვეში საშუალო აბონენტი 9.5 გიგაბაიტ ინტერნეტს მოიხმარს, რაც წინა წელთან შედარებით 36%-ით გაზრდილია. კომუნიკაციების კომისიის თანახმად, შემცირებულია მობილური ინტერნეტის საფასური, რაც გასული წლის ბოლოსთვის გიგაბიტზე 77 თეთრს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები