მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ბელორუსიზაცია არ მოხერხდება" - დავით ბერძენიშვილი

დავით ბერძენიშვილი

დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ერთ-ერთი ხელმომწერი, დავით ბერძენიშვილი BM.GE-სთან ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დასავლეთს და ქართველ ხალხს დაუპირისპირდა.

მისივე ცნობით, პროგნოზი ძალიან დადებითია, რადგან საქართველოს ბელორუსიზაცია, ორბანიზაცია და ა.შ. არ მოხერხდება.

„ჩემი პოლიტიკური თაობიდან ძალიან ცოტანი ვართ, ვინც დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოვაწერეთ. ბუნებრივია ამ გადასახედიდან, მე ვარ ძალიან იმედიანად. ვფიქრობ, რომ ყველაფერი იქნება უკეთ.

საქართველოს ბელორუსიზაცია, ორბანიზაცია და ა.შ. არ მოხერხდება. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება დაუპირისპირდა ქართველ ხალხს და დასავლეთს. ქართველ ხალხთან და დასავლეთთან დაპირისპირება მესამე ათასწლეულის მესამე ათეულში არ გავა“,- ამბობს ბერძენიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები