მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს წევრ კომპანია „საქკაბელს“ საწარმოო ხაზის გაფართოებასა და ინვოვაციური პროდუქტის წარმოებას

BAG
08.07.24 14:38
871

'საქკაბელი’’, როგორც საქართველოს საკაბელო ინდუსტრიის ლიდერი კომპანია, ინოვაციების დანერგვასა და საწარმოო ხაზის გაფართოებას განაგრძობს. ამჯერად კომპანიამ ადგილობრივ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტი - ბრონირებული კაბელი წარადგინა.

ბრონირებულ NAYBY კაბელს გამძლეობა გამოარჩევს. წარმოების პროცესში გამოყენებული ორმაგი გალვანიზებული ფოლადის/ალუმინის ბრონი უზრუნველყოფს კაბელის მედეგობას მაღალი მექანიკური დატვირთვის წერტილებში, როგორებიცაა: მიწისქვეშა კომუნიკაციები, გვირაბები, მაგისტრალები, სადინრები და სხვა.

გარდა ამისა, აღნიშნული ტიპის კაბელი აქტიურად გვხვდება ინფრასტრუქტურულ პროექტებში: აეროპორტები, რკინიგზა და საავტომობილო გზები, სადაც კაბელი უზრუნველყოფს ელექტროენერგიის უსაფრთხო და საიმედო განაწილებას.

აღსანიშნავია, რომ NAYBY კაბელი ალუმინის დენგამტარითაა დამზადებული, ხოლო NYBY კაბელი წარმოადგენს მის ანალოგს, რომლის შემთხვევაშიც დენგამტარი ძარღვი სპილენძისაა.

„გვეამაყება, რომ „საქკაბელი“ პირველია ადგილობრივ ბაზარზე, ვინც მომხმარებელს ბრონირებულ NAYBY კაბელს სთავაზობს. აღნიშნული კაბელი წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს ქვეყნის ინდუსტრიულ შესაძლებლობებში. სპეციალიზებული მანქანა-დანადგარებით შექმნილი პროდუქტი შეიძლება განთავსდეს, როგორც შენობის შიგნით, ასევე გარეთ, საკაბელო არხებში, ბეტონში და მიწაში. კაბელის გამოყენების არეალი საკმაოდ ფართოა - იქნება ეს ქვესადგურებიდან საცხოვრებელ, კომერციულ თუ სამრეწველო ზონებში ელექტროენერგიის განაწილება; განახლებადი წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის ქსელში გადაცემა/შენახვა თუ სხვ. ინოვაციებსა და მაღალ ხარისხზე ფოკუსირებით, ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოში წარმოებული, ევროპული სტანდარტის პროდუქციით, საკაბელო ინდუსტრიის წინსვლასა და სიახლეების დანერგვას“ - განაცხადა „საქკაბელის“ მმართველმა დირექტორმა დავით კაპანაძემ.

„ვულოცავთ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანია „საქკაბელს“ ინოვაციების სისტემის დანერგვასა და საწარმოო ხაზის გაფართოებას. ბრონირებული NAYBY კაბელების გამოშვება, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, როგორც ინდუსტრიაში ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. აღნიშნული უზრუნველყოფს უსაფრთხოების სტანდარტის ამაღლებასა და ხარისხის გაუმჯობესებას. მოხარულნი ვართ „საქკაბელის“ ამ წარმატებით და დარწმუნებული ვართ, რომ წინ კიდევ ბევრი საინტერესო პროექტი გველოდება“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

ინფორმაციისათვის: “საქკაბელი” ქართულ ბაზარზე 1958 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს, როგორც საკაბელო, ისე ელექტროფიკაციასთან დაკავშირებულ 2000-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს. კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება და ქართულ ეკონომიკაში იმპორტის ჩანაცვლებაა. აღსანიშნავია, რომ “საქკაბელის” პროდუქცია, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე, მომხმარებელთან გაგზავნამდე დეტალურ შემოწმებას ქარხანაში მოქმედ, ხარისხის კონტროლის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები