მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს დერეფანში ტვირთების 68% "ტრაილერებით" გადაიზიდება

62ab5504768b5
ნინო ტაბატაძე
16.06.22 23:40
954
საქართველოს დერეფანში წლის პირველ ოთხ თვეში 12.8 მლნ ტონა ტვირთის გადაზიდვა განხორციელდა. ეს 200 ათასი ტონით მეტია 2021 წლის პირველ ოთხ თვესთან შედარებით.

გადაზიდული ტვირთის 31.2% პორტებზე მოდის, სადაც ჯამში 4 მლნ ტონა ტვირთის მომსახურება განხორციელდა. 8.7 მლნ ტონა გადაიზიდა საავტომობილო გზით, რაც 100 000 ტონითაა გაზრდილი. "ტრაილერებით" გადაზიდული ტვირთის წილი 68%-ია.

გაზრდილია ტვირთები რკინიგზაზეც. კერძოდ, „საქართველოს რკინიგზა“ 4.1 მლნ ტონა ტვირთს მოემსახურა.

ტვირთები საქართველოს დერეფანში:

• რკინიგზა - 4.1 მლნ ტონა, ზრდა 0.1 მლნ
• საავტომობილო - 8.7 მლნ ტონა, ზრდა 0.1 მლნ
• პორტები - 4 მლნ ტონა, ზრდა 0.5 მლნ

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის ოთხ თვეში ე.წ "ტრაილერების" გატარებით ბიუჯეტში 23,207,382 ლარის კონტრიბუცია განხორციელდა, შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით ზრდა 3.3 მლნ ანუ 16.8%-ია.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში 2021 წლის ჯამური მაჩვენებლებიცაა შეჯამებული. გასულ წელს საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა 44.3 მლნ ტონა იყო, 2020 წელთან შედარებით ტვირთბრუნვა 1.4 მლნ ტონით იყო გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები