ევროკავშირის საბჭო ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას იწყებს. შესაბამისი განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა გააკეთა.
"დღეს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე შევთანხმდით, ევროკომისია ამ შეთავაზებას ამავე წელს წარადგენს. გარდა ამისა, განვიხილეთ სანქციების დაწესება იმ ქართველი ჩინოვნიკების წინააღმდეგ, ვინც დგას მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობის უკან.
ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას, მათ შორის, დაფინანსების გადამისამართებით ხელისუფლებიდან სამოქალაქო საზოგადოებასა და ქართველ ხალხზე, დამოუკიდებელ მედიაზე, რადგან საქართველოს მომავალი, ისევე როგორც სირიაში, მისი ხალხისთვისაა და ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, როგორი იქნება ის“, - თქვა კალასმა პრესკონფერენციაზე.