ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაძაბული ურთიერთობა, რომელიც "რუსული კანონის" მიღებამ გამოიწვია განიმუხტება.
ელჩის თქმით საქართველოში, ვისთანაც უმუშავია ყველა პროფესიონალებია, რაც მას იმედს უჩენს, რომ დღევანდელ დაძაბულ ვითარებას განმუხტავს.
"პარადოქსია, რომ როცა ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა, ვხედავთ ეჭვს, დაბნეულობას და მერყეობას. გადაწყვეტილება ქართველებმა უნდა მიიღონ. გულწრფელად ვიმედოვნებ რომ საქართველო გაიმარჯვებს და არ გაუშვებს ამ ისტორიულ შანსს ხელიდან.
საქართველოს ძალიან კარგი ადმინისტრაცია ჰყავს, ვგულისხმობ, ვისთანაც ბოლო წლებია ვთანამშრომლობთ: სამინისტროებთან, სამთავრობო სააგენტოებთან, ისინი ყველა პროფესიონალები არიან, ამიტომ ვიმედოვნებ, რომ ახლა არსებულ სირთულეებს თავს დავაღწევთ", - თქვა ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ Movement-თან ინტერვიუში.