მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს IMF-მაც გადახედა - არჩილ მესტვირიშვილი

645b64d66f433
შოთა ტყეშელაშვილი
10.05.23 13:31
886
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-მდე გაზარდა. აქამდე სებ-ი 4%-იან ზრდას პროგნოზირებდა. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა, რომ გაუმჯობესებული მაკროეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით, სებ-მა ეკონომიკური ზრდის პროგნოზის განახლების გადაწყვეტილება მიიღო. დღესვე არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა ისიც, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც, რის შესახებაც ცნობილი ხვალ გახდება.

11 მაისს, IMF-ის მისიის ხელმძღვანელი ჯეიმს ჯონი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ მესტვირიშვილი ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.

ამჟამად IMF-ი საქართველოში წელს 4%-იან ზრდას პროგნოზირებს, ჯერჯერობით უცნობია რა მაჩვენებლამდე გადაიხედება ზრდის მოლოდინი, იქნება ეს 0.5 პროცენტული პუნქტი თუ 1 პროცენტი.

“ჩვენ გვაქვს სავალუტო ფონდის პროგრამა, ამჟამად მიმდინარეობს სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი, ხვალ გვექნება პრეზენტაცია და პრესკონფერენცია და წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ მათაც გადახედეს ზრდის პროგნოზს,”- განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

ეროვნული ბანკის მსგავსად 5%-იან ეკონომიკურ ზრდას მოელის წელს საქართველოს მთავრობაც. ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული BDD დოკუმენტის თანახმად, წელს ქვეყნის ეკონომიკის ზომა მიმდინარე ფასებში 79.6 მილიარდ ლარს ანუ 29.4 მილიარდ დოლარს მიაღწევს. მშპ ერთ მოსახლეზე კი 21.4 ათასი ლარი, ანუ 7.9 ათასი დოლარი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები