მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ელჩმა დაგვარწმუნა, რომ რუსეთთან ფრენების განახლება არ იგეგმება - უკრაინის საგარეო

63d24766199da
მარიამ ვარადაშვილი
26.01.23 13:48
612
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში საქართველოს ელჩისგან გიორგი ზაქარაშვილისგან დაპირება მიიღეს, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენები არ განახლდება.

ზაქარაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ევგჰენ პერებიინის შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ასევე წერია, რომ მინისტრის მოადგილემ მადლიერება გამოთქვა ქართული მხარის მიერ უკრაინისთვის გენერატორების გადაცემისთვის.

ამას გარდა, პერებიინისმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობა პოზიციას შეიცვლის, პარტნიორებს შეუერთდება და უკრაინას იარაღასა და სამხედრო აღჭურვილობას მიაწვდის, ასევე, ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს თბილისიც შეუერთდება.

“მინისტრის მოადგილემ შეშფოთება გამოთქვა რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების შესაძლო განახლების საკითხზე. ელჩმა დაარწმუნა, რომ საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან ფრენების განახლების განზრახვა არ აქვს”, - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

BMG საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც ინფორმაციის გადამოწმებას დაგვპირდნენ. 

შეგახსენებთ, გასული წლის ბოლოდან რუსეთში აქტიურად დაიწყეს საქართველოსთან ცალმხრივად შეწყვეტილი [რუსეთის მიერ] ფრენების განახლებაზე საუბარი. გასულ კვირაში ავიამიმოსვლის განახლების იმედი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც გამოთქვა. სერგეი ლავროვის ამ განცხადებას მიესალმა საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი, მათ შორის თბილისის მერი და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე.

„ჩვენი მოქალაქეები, ეთნიკურად ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები, მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და მათ ძალიან გაურთულათ 2019 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ მდგომარეობა. თუ ფრენები აღდგება, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები