მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები პიზის მსოფლიოს თასის ჩემპიონია

641730dd70676
BM.GE
19.03.23 19:30
756
"საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები პიზის მსოფლიოს თასის ჩემპიონია", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ფინალურ დაპირისპირებაში ქართველმა სპორტსმენებმა პოლონეთის ნაკრები დიდი უპირატესობით - 45:30 დაამარცხეს.

"საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები იტალიის ქალაქ პიზაში მიმდინარე მსოფლიოს თასის გათამაშების გამარჯვებულია. ირმა ხეცურიანმა, ნინო თიბილაშვილმა და გვანცა ზადიშვილმა ტურნირზე დამაჯერებლად იასპარეზეს და ოქროს მედლებს დამსახურებულად დაეუფლნენ,"- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები