26 ოქტომბერი გადამწყვეტი მომენტია საქართველოს ხალხისთვის, - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ ჯო უილსონმა ქართველი ხალხისადმი ვიდეომიმართვაში განაცხადა.
“26 ოქტომბერი გადამწყვეტი მომენტია საქართველოს არაჩვეულებრივი ხალხის სულისთვის. ქართველი ხალხის არჩევანი მკაფიოა - სურთ მთავრობა, რომელიც მათ არჩევანს პატივს სცემს, რომ ჰქონდეთ უფრო ახლო კავშირები ევროპის ქვეყნებთან, ასევე კანონის უზენაესობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. ისინი უარყოფენ პუტინის მცდელობებს წაართვას ბრძოლით მოპოვებული დამოუკიდებლობა, როდესაც ის მკვლელობებით ცდილობს საბჭოთა კავშირის ხელახლა შექმნას.
საქართველოს ევროკავშირი და ნატო სთავაზობს უსაფრთხოების, კეთილდღეობის მომავალს, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებს ეფუძნება. ქართველ და ამერიკელ ხალხს შორის მეგობრობა ძლიერია და ეფუძნება თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისადმი საერთო ერთგულებას. Megobari-ის სულისკვეთებით, ამერიკა მხარში უდგას ქართველ ხალხს ნათელი მომავლისთვის.
მადლობა, ღმერთმა დალოცოს ქართველი ხალხი, ღმერთმა დალოცოს ამერიკა, რომელიც მხარს უჭერს ქართველ ხალხს”, - განაცხადა უილსონმა.