"საქართველოს ევროპული გზა ვერ შეჩერდება" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც "ქართული ოცნების" მიერ "რუსული კანონის" ხელახალ ინიცირებას გამოეხმაურა.
"საქართველოს ევროპული გზა ვერ შეჩერდება. წარსულის აღდგენა არავის შეუძლია. ვერც ერთი რუსული კანონი და ვერც ერთი დესტრუქციული პოლიტიკა, ერს, გადამწყვეტი მიზნის მიღწევაში, ხელს ვერ შეუშლის. No passaran!" - წერს ზურაბიშვილი.
„ოცნება“ ე.წ. რუსულ კანონს პარლამენტში აბრუნებს. ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი პარლამენტში ხელახლა დააინიციროს. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, კანონპროექტი ზუსტად იგივე იქნება, ერთი განსხვავებით.