საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, საქართველოს ევროპული მომავალი არ უნდა ჩაქრეს. ემანუელ მაკრონის ვიდეო-მიმართვას ქართველი ხალხისადმი საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.
"საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების ღალატი არ შეიძლება. საქართველოს ევროპული ოცნება არ უნდა ჩაქრეს. ევროპული გზის ეს არჩევანი თქვენი სუვერენული გადაწყვეტილებაა, ევროპულ ოჯახთან შეერთების ეს არჩევანი არის ის, რაც დღეს მშვიდობიანად გამოხატულია თბილისში და ქვეყნის რამდენიმე ათეულ ქალაქშიც. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროპულმა საბჭომ დადებითი პასუხი გასცა ამ მისწრაფებას. ეს არჩევანი გულისხმობს გარკვეული მოვალეობებისა და ვალდებულებების შესრულებას დროთა განმავლობაში. გზა დასახულია, საქართველოს ახლა შეუძლია ხელიხელჩაკიდებულმა იმუშაოს ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოსთან, თავდაჯერებულად, რათა ააშენოს ეს ევროპული მომავალი, ან დაელოდოს და გადაავადოს, მაგრამ რას დაელოდოს და რატომ?", - აცხადებს მაკრონი.
ვიდეო მიმართვაში საფრანგეთის პრეზიდენტი ხსნის ევროკავშირის ძირითად ღირებულებებს და ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს გადასაწყვეტია თავისი ბედი.
"ამისთვის კი ქართველების ხმას უნდა მოუსმინონ და პატივი სცენ", - აცხადებს მაკრონი.