მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ფინანსური სისტემა სანქციებს ზედმიწევნით იცავს - არჩილ მესტვირიშვილი

645c9c6533263
თამთა ჯიჯავაძე
11.05.23 12:18
970
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, საქართველოს ფინანსური სექტორი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს ზედმიწევნით იცავს. მისი თქმით, ამ საკითხს ფინანსური სექტორი ძალიან სერიოზულად ეკიდება, შესრულების პროცესს კი, მონიტორინგს ეროვნული ბანკი უწევს.

„ფინანსურ სექტორს მოეთხოვება, დაიცვან ამერიკის, ევროკავშირის და ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები. ისინი ძალიან კარგად ახორციელებენ ამას. ეროვნული ბანკი აკეთებს სანქციების დაცვის მონიტორინგს.

ყველა შეფასებით, აღნიშნულია, რომ საქართველოს ფინანსური სისტემა სანქციებს ზედმიწევნით იცავს. ასევე, სავალუტო ფონდის პრესრელიზშიც აღნიშნულია და ბატონმა ჯეიმსმაც [ჯეიმს ჯონი - IMF-ის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში] აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ სანქციების დაცვა ამცირებს ომის უარყოფით გავლენას ჩვენს ეკონომიკაზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამ საკითხს ფინანსური სექტორი ძალიან სერიოზულად უდგება“, - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები