პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტების“ წევრის, დეპუტატ ხატია დეკანოიძის აზრით, საქართველოს განვითარებისთვის სრულიად განსხვავებული პოლიტიკური კლასი სჭირდება. ასე უპასუხა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამის კითხვას.
- გვჭირდება სრულიად განსხვავებული პოლიტიკური კლასი, რომელიც რეალურად ორიენტირებული იქნება ადამიანებზე; პოლიტიკაში ხალხის ინტერესის ასახვა გვჭირდება. გვჭირდება აბსოლუტურად გამჭვირვალე პოლიტიკა - არ უნდა იყოს ოლიგარქია, კლეპტოკრატია და პოლიტიკური კორუფცია. მოკლედ, „ქართული ოცნებისგან“ სრული კონტრასტი გვჭირდება.
- ოპოზიციისგან ასეთი კონტრასტული პოლიტიკური კლასი მიიღება?
- ეს ალბათ არჩევნებზე უფრო გამოჩნდება, მაგრამ როდესაც მეკითხებიან, როგორ დავამარცხოთ „ქართული ოცნება“, ეს წარმომიდგენია სრული კონტრასტით; ძალიან მკვეთრი წითელი ხაზი უნდა იყოს გავლებული, რათა ადამიანებმა ვისაც არ მოსწონს „ქართული ოცნება“, სრულიად საპირისპირო ნახონ ამ ადამიანებში <ოპოზიციაში>. კონტრასტი თვალშისაცემი უნდა იყოს.
- წერტილი რას უნდა დაესვას საქართველოში?
- წერტილი უნდა დაესვას სპოლიტიკოსების თავგასულობას და არღვირახსნილ კორუფციას, რომელიც ძირს უთხრის სახელმწიფოს, რადგან ის თანხები ჩვენ გვაკლდება. როცა ვამბობთ, რატომ არ შემოდის ხარისხიანი, მსხვილი ინვესტიციები, პასუხი მარტივია - ქვეყანაში ყველაფერი მორყეულია და კორუფცია და კლეპტოკრატიაა. შედეგად, ვცხოვრობთ ისე, როგორც ვცხოვრობთ - ხელფასიდნა ხელფასამდე.