მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს კაპიტალი“ $150 მლნ-ის ოდენობის ადგილობრივი ობლიგაციების გამოშვებას იწყებს

64ae4be04274a
BM.GE
12.07.23 10:43
532
საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო პლატფორმა, სს „საქართველოს კაპიტალი“ ადგილობრივ ბაზარზე 150 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის მდგრადობასთან დაკავშირებული, 5 წლიანი ობლიგაციების საჯარო გამოშვებას იწყებს. ობლიგაციების მეშვეობით მოზიდული სახსრების ძირითადი ნაწილი, კომპანიის მიერ უკვე მობილიზებულ ლიკვიდურ სახსრებთან ერთად, მოხმარდება არსებული ევროობლიგაციების რეფინანსირებას. აღნიშნულის შემდეგ, კომპანიის მთლიანი ვალი შემცირდება მიმდინარე 300 მილიონი აშშ დოლარიდან 150 მილიონ აშშ დოლარამდე.

ობლიგაციებს მიენიჭათ BB- რეიტინგი საკრედიტო სარეიტინგო კომპანია S&P-ის მიერ, რაც ერთი ბიჯით უფრო მაღალია ვიდრე არსებული ბონდების რეიტინგი. მენეჯმენტის მოლოდინით, ობლიგაციების გამოშვება მოხდება 3 აგვისტოს და მოსალოდნელი საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) განისაზღვრება 8.0%-8.5% პროცენტით. ფასიანი ქაღალდების გამოშვების შემდეგ, მათი დაშვება იგეგმება საქართველოს საფონდო ბირჟის ლისტინგსა და Clearstream სისტემაში.

საქართველოს კაპიტალის ობლიგაციების განთავსებაზე ერთობლივად მუშაობენ სს გალტ & თაგარტი და შპს თიბისი კაპიტალი.

სს საქართველოს კაპიტალის შესახებ: სს საქართველოს კაპიტალი წარმოადგენს დიდ ბრიტანეთში საფონდო ბირჟაზე განთავსებულ Georgia Capital PLC-ის (Ticker: CGEO) 100%-იანი შვილობილ კომპანიას. GCAP ახორციელებს ინვესტიციებს საქართველოში ქართული ეკონომიკის მზარდ და განვითარებად სექტორებში. საქართველოს კაპიტალის დივერსიფიცირებული პორტფელი აერთიანებს: საბანკო, წყალმომარაგების, ჯანდაცვის, საცალო ვაჭრობის (ფარმაციის), განახლებადი ენერგიის, სადაზღვეო, საგანმანათლებლო და სხვა სექტორებში არსებულ წამყვან ბიზნესებს.