მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ხელისუფლება სუვერენული პოლიტიკის წარმოებას ცდილობს, რათა დასავლეთის ხელში პაიკად არ იქცეს - ლავროვი

ლავროვი

ქართველ ხალხს და ქვეყნის ახალ ხელისუფლებას ესმის და სუვერენიტეტის პოლიტიკას ისე აწარმოებს, რომ დასავლეთის ხელში პაიკად არ იქცნენ და წინ იმოძრაონ. ამის შესახებ რუსულ მედიასთან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„აშშ და ევროკავშირი ცდილობენ ოფიციალური თბილისი ცრუ დილემის წინაშე დააყენონ: ჩვენთან ან ჩვენს წინააღმდეგ. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება, ეტყობა ცდილობს სუვერენული პოლიტიკა აწარმოოს, რომელიც ეროვნულ ინტერესებს პასუხობს, და დასავლეთის ხელში არ იქცნენ პაიკად, რომელიც საქართველოს დესტაბილიზაციისკენ, ეკონომიკური პრობლემებისკენ და რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვისკენ უბიძგებს. ეჭვიც არ მეპარება, რომ ქართველ ხალხს ეს ესხმის და წინ მოძრაობას გააგრძელებს“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სერგეი ლავროვს პრესკონფერენციაზე ჰკითხეს - როდის შეწყვეტს დასავლეთი რუსეთის საზღვრებთან ფერადი რევოლუციების მოწყობას, რაზეც მან უპასუხა, რომ კითხვის ადრესატები თავად დასავლელი პოლიტიკოსები არიან. ლავროვი თვლის, რომ

საქართველოში განვითარებული მოვლენები ორმაგი სტანდარტების გამოყენების შედეგია: „როდესაც, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისადმი წარმოსახვითი ზრუნვის საბაბით, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ არჩევნების შედეგების ხელახლა გათამაშდეს, თუნდაც ასეთი სტანდარტებით, როგორი შელახული რეპუტაციას აქვს ეუთო ODIHR-ს. რა საჭიროა გადათამაშება? მხოლოდ იმიტომ, რომ ვაშინგტონში და ბრიუსელში მარიონეტებს ხალხის არჩევანი არ მოეწონათ?“ - აღნიშნა ლავროვმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები