მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს კურსის ცვლილების გარეშე, ევროკომისია რეკომენდაციას ვერ გასცემს - RFE/Rl-ის ინფორმაცია

საქართველო

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს [RFE/Rl] რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი X-ზე ავრცელებს ჩანაწერს ევროკომისიის გაფართოების ყოველწლიური ანგარიშიდან, რომელიც საქართველოს ეხება.

30 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც ბრიუსელში 2024 წლის გაფართოების შესახებ 10 ქვეყნის ანგარიში გამოქვეყნდება, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი, პრესკონფერენციას გამართავს და ისაუბრებს საქართველოს ანგარიშზე - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აქვეყნებს. პრესკონფერენცია 18:00 საათზეა დაგეგმილი.

„სანამ საქართველო ამჟამინდელ კურსს არ შეცვლის, რომელიც საფრთხეს უქმნის ევროკავშირისკენ სვლას და გამოამჟღავნებს რეალურ მცდელობებს განსაკუთრებული შეშფოთების და საკვანძო რეფორმების საპასუხოდ, კომისია არ ჩათვლის საჭიროდ, გასცეს რეკომენდაცია საქართველოსთან [ევროკავშირში შესვლის] მოლაპარაკებების დაწყებაზე“, - როგორც "რადიო თავისუფლება" წერს, ეს ამონარიდია ევროკომისიის გაფართოების ყოველწლიურ ანგარიშიდან, რომელსაც დღეს, 30 ოქტომბერს ევროკომისია გამოაქვეყნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები