მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მიერ აშშ-ისთვის გადაცემულმა რუსმა ჰაკერმა ბრალი აღიარა

5d89d0727a77f
მიხეილ ხაჩიძე
24.09.19 20:20
1442
საქართველოს მიერ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის გადაცემულმა რუსმა ჰაკერმა დანაშუალი აღიარა, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ამერიკული პორტალი Bloomberg ავრცელებს.



გავლენიანი გამოცემის ცნობით, 36 წლის ანდრეი ტიურინმა აღიარა, რომ მან განახორციელა მასშტაბური კიბერ-შეტევა აშშ-ის ბანკების წინააღმდეგ და მოიპარა JPMorgan Chase & Co-ის და სხვა ინსტიტუტების 80 მილიონზე მეტ კლიენტის პირადი ინფორმაცია.



თავის მხრივ, როგორც Bloomberg მთავრობაზე დაყრდნობით წერს, რუსმა ჰაკერმა, რომელიც შტატებს საქართველომ გადასცა, 12 საფინანსო ინსტიტუტის, მათ შორის Fidelity Investments-ის, E-Trade Financial-ისა და Dow Jones & Co-ს მომხმარებლების პირადი მონაცემები მოიპარა, თანამზრახველებთან ერთად კი, ამ ცნობებით თაღლითური სქემა შეიმუშავა.



აღსანიშნავია, რომ ტიურინმა კიბერ-იერიშები 2012-დან 2015 წლამდე პერიოდში განახორციელა. ის საქართველომ აშშ-ს გასულ წელს გადასცა.



გამოცემის ცნობით, რუს ჰაკერს 15-დან 20 წლამდე პატიმრობის აღკვეთა ემუქრება. საბოლოო განაჩენი მოსამართლემ უნდა გამოიტანოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები