მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს მომავალი არის სასწორზე" - ნიკოლოზ შურღაია

ნიკოლოზ შურღაია

ქართული ბიზნესის უდიდესი ნაწილი არის პროევროპულად მომართული და ნამდვილ ღიაობასა და გამჭვირვალობაზე ორიენტირებული, - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში, ბიზნესის მრჩეველმა, ვიდეობლოგერმა ნიკოლოზ შურღაიამ განაცხადა. მისი თქმით, არსებობს ბიზნესი, რომლის საქმიანობის მთავარი მიმართულება რუსეთიდან მგზავრების ჩამოყვანაა, თუმცა ეს განსახილველი არ არის.

"ერთი მხრივ, ბატონი კობახიძე ამბობს, რომ წელიწადში ერთხელ დეკლარაციის შევსებაში პრობლემა არ უნდა იყოს. მეორე მხრივ, ქალბატონი თეა წულუკიანი ამბობს, რომ ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა ხელისუფლების, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა. ანუ, მთავარია, რომელს შეხედავს და დაიჯერებს ბაზარი... პარლამენტის გადაწყვეტილება[სამი მოსმენით კანონით მიღება] მოსალოდნელი იყო, რადგან ჩვენ აღარ გვყავს ის ინსტიტუციები, რაც წინააღმდეგობას გაუწევს ერთ კაცს და ათასი დავალებით, თუ ლამაზად შეფუთული შხამით, ისინი ამას იღებენ. გვაქვს ის აგრესია, რასაც პოლიცია ავლენს მოქალაქეების მიმართ, რაც ძალიან ცუდი მანიშნებელია. რაც შეეხება ეკონომიკას, BAG-მა ცოტა ხნის წინ გააკეთა განცხადება, ერთი - რაშიც დავეთანხმე არის ის, რომ საქართველოს ეკონომიკის განჭვრეტადობა უკვე დაზიანებულია“, - თქვა შურღაიამ და დასძინა, რომ განვითარებული მოვლენები აუცილებლად აისახება ქვეყანაში არსებულ ბიზნესებზე.

„ჩვენ შეიძლება მარტივად წარმოვიდგინოთ, რომ მავთულზე ზის 10 ჩიტი, ქვას თუ ესვრი ერთი ჩამოვარდება და 9 იქ დარჩება, მაგრამ ბუნება ასე არ მოქმედებს. ასე არ ხდება. შეიძლება ვიღაცას წარმოუდგენია, რომ სანქციებს დაადებენ ერთ ადამიანს, მეორე სცენარია, რომ სანქციებს დაადებენ ბევრ ადამიანს და მათი ოჯახის წევრებს, მესამე სცენარია, რომ სანქციები დაედება ადამიანებს, კომპანიებს და ფინანსურ ინსტიტუტებს. ამას გარდა, სანქციებიც რომ არ იყოს, მოქმედებს ბაზრის მოლოდინები, რომელიც უკვე შეიქმნა. ძალიან ბევრი რამ არის სასწორზე, საქართველოს მომავალი არის სასწორზე, თუმცა შეიძლება გონება მოიკრიბოს ამ ხალხმა და გადაწყვეტილება შეცვალონ“, - თქვა შურღაიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები