მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მონტენეგროსთან მინიმალური ეკონომიკური კავშირი აქვს - რიცხვები

ეკონომიკური კავშირი

საქართველოში 26-27 ოქტომბერს "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" იმართება, რომლის ფარგლებში ქვეყანას არაერთი ქვეყნის მთავრობის პრემიერები და თანამდებობის პირები სტუმრობენ. ერთ-ერთი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც დღეს, რომელიც დღეს ფორუმის გახსნით ღონისძიებას ესწრებოდა და სიტყვით გამოვიდა მონტენეგროს პრემიერი დრიტან აბაზოვიჩი იყო. მონტენეგროს მთავრობის მეთაურმა გამოსვლისას საქართველოს პოლიტიკურ მისწრაფებას გახდეს ევროკავშირის წევრი, მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრობა მონტენეგროსაც სურს. უნდა აღინიშნოს, რომ ბალკანურმა სახელმწიფომ ამ საკითხზე EU-სთან მოლაპარაკებები 2012 წლიდან დაიწყო.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი ირაკლი ღარიბაშვილი მონტენეგროს პრემიერს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა, სადაც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

როგორია მონტენეგროსთან ეკონომიკური ურთიერთობა?

ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ საქართველოს ამ ბალკანურ სახელმწიფოსთან არც ისეთი დიდი ეკონომიკური კავშირი აქვს.

ქვეყანაში, რომელიც მხოლოდ 13 812 მ² ფართობზეა გადაჭიმული და მოსახლეობის რაოდენობა სულ 602 442-ია, ნომინალში გამოხატული მთლიანი შიდა პროდუქტი 7 მილიარდ დოლარს შეადგენს, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით კი 11 338 დოლარია.

მიმდინარე წლის პირველი 9 თვის განმავლობაში, საქართველოს მონტენეგროსთან სავაჭრო ბრუნვა მინიმალური იყოს და მხოლოდ 151 ათასი დოლარს შეადგენდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს რიცხვი გასულ წელს 18 მილიონ 778 ათასი დოლარი იყო. ასეთი ვაჭრობა ბალკანურ სახელმწიფოსთან ვაჭრობის ისტორიის განმავლობაში არ გვქონია.

იანვარ-სექტემბერში სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტს მთავარი ადგილი უკავია და 126 ათას დოლარს შეადგენდა. წლიურად ეს რიცხვი 10 ათასი დოლარით გაიზარდა. ამ პერიოდის განმავლობაში მონტენეგროში მხოლოდ 124 ათასი დოლარის ღირებულებით თხილი და 3 ათასი დოლარის ჩაი გავყიდეთ.

რაც შეეხება იმპორტს, გასულ წელს 9 თვეში ეს რიცხვი 18 მლნ 661 ათასი იყო. წელს კი იმპორტმა მხოლოდ 24 ათასი დოლარი შეადგინა. 2022 წელს იმპორტის ასეთი ზრდა სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების შემოტანით იყო განპირობებული, რამაც 17 მლნ 437 ათასი დოლარი შეადგინა. რაც შეეხება მიმდინარე წელს მონტენეგროდან ეთილის სპირტი, მუსიკალური დასარტყამი ინსტრუმენტები და პირადი ნივთები შემოვიდა.

ტურიზმში სტატისტიკური მაჩვენებლები მცირეა, თუმცა ამ მიმართულებიდან 2019 წელთან შედარებით ტურისტული ვიზიტების სრულად აღდგა და მეტიც 9.2%-ით მეტია. წლის პირველ 9 თვეში მონტენეგროდან 249 ვიზიტი შესრულდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები