მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მოქალაქეების მიმართ ძალის ნებისმიერი გამოყენება მიუღებელია - გიტანას ნაუსედა

გიტანას ნაუსედა

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრისას საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფების შეჩერებას ეხება, ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ ის X-ზე წერს.

„ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას და დემოკრატიულ ღირებულებებს. საქართველოს მოქალაქეების მიმართ ძალის ნებისმიერი გამოყენება მიუღებელია.

ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მათ ევროპულ გზაზე!“. - წერს ლიეტუვის პრეზიდენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები