მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მთავრობამ ცხადი გახადა, რომ მას ქვეყნის ევროპული მომავალი არ აინტერესებს - სენატორი რიში

ჯეიმს რიში ჯიმ რიში

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯიმ რიში საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის მიერ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით საკუთარი Twitter-ის გვერდის მეშვეობით განცხადებას ავრცელებს. სენატორი აღნიშნავს, რომ კანონის მხარდაჭერით საქართველოს ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ მას ქვეყნის ევროპული მომავალი არ აინტერესებს.

"დღეს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვნად დამაზიანებელი კანონის მიღებით, საქართველოს მთავრობამ ცხადი გახადა, რომ ევროპული მომავალი არ აინტერესებს. ეს უდიდესი სილის გაწვნაა საქართველოს მოსახლეობის 80%-ისთვის, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს,"- წერს რიში.

დღეს მესამე მოსმენით პარლამენტმა რუსული კანონი მიიღო, მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები