მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მთლიან ტერიტორიაში დაცული ტერიტორიების წილი გაიზარდა

დაცული ტერიტორიები

საქართველოს მთლიან ტერიტორიაში დაცული ტერიტორიების წილი გაიზარდა. 2024 წლის მონაცემებით, დაცული ტერიტორიების წილი 13.3%-ია, მაშინ როცა 2023 წელს 13.1% იყო.

კერძოდ, 2024 წელს ეროვნული პარკების ტერიტორიების ჯამური ფართობი 4.97 ათასი კვ.კმ-დან 5.12 ათას კვ.კმ-მდე გაიზარდა.

აღნიშნული გურიის ეროვნული პარკის შექმნას უკავშირდება. გურიის ეროვნული პარკი, რომელიც 2024 წელს შეიქმნა, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიაზეა, რომლის საერთო ფართობი ჯამში 15 310 ჰექტარია.

აღსანიშნავია, რომ დაცულ ტერიტორიებს მიეკუთვნება სახელმწიფო ნაკრძალები, ეროვნული პარკები, ბუნების ძეგლები, აღკვეთილები, დაცული ლანდშაფტები. მათი წილი ქვეყნის საერთო ტერიტორიაში 2012 წლიდან 2024 წლამდე თითქმის გაორმაგებულია.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები