საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2025 წლის II კვარტალის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალის ანაგარიში გამოაქვეყნა. მთლიანი საგარეო ვალი მოიცავს როგორც სახელმწიფო ასევე კერძო სექტორის საგარეო ვალს და ის 2025 წლის II კვარტალის მდგომარეობით 26.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს თანხა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.9 მილიარდი ლარით არის გაზრდილი, რაც ძირითადად საბანკო სექტორის საგარეო ვალის ზრდას უკავშირდება, რაც წელს 1.5 მილიარდი დოლარით, 9.2 მილიარდამდე გაიზარდა, სახელმწიფო ვალის მატება კი ნახევარი მილიარდი დოლარის ფარგლებშია.
"სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 11.5 მლრდ აშშ დოლარი (31.2 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 32.4 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 8.9 მლრდ აშშ დოლარი (24.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 25.3 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 821.1 მლნ აშშ დოლარი (2.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.3 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 451.8 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.3 პროცენტი) და 1.3 მლრდ აშშ დოლარი (3.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.6 პროცენტი).
საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 9.1 მლრდ აშშ დოლარი (24.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 25.8 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.9 მლრდ აშშ დოლარი (13.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 14.0 პროცენტი) და კომპანიათა შორის ვალმა - 2.7 მლრდ აშშ დოლარი (7.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 7.7 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 87.0 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 13.8 მლრდ აშშ დოლარი (37.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 39.0 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 6.8 მლრდ აშშ დოლარია (18.4 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 19.2 პროცენტია.
2025 წლის II კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 1.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 29.3 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ვალი 27.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, 2025 წლის II კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 821.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 477.2 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი", - ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.




























